დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კვალდაკვალ


საქართველოში იუნესკოს სამი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. გელათის XII საუკუნის მონასტერი იმერეთის რეგიონში, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი. ამ ტურში ჩვენი სტუმრები შეძლებენ სამივე ადგილის მონახულებას. ამავდროულად კი დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა.

1 დღე

დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი.

2 დღე - ქუთაისი სითი ტური, გელათის და მოწამეთას მონასტრები

საუზმე.

ქუთაისის სითი ტური - ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სითი ტურის დროს გიდთან ერთად ფეხით შემოვივლით ქალაქის ცენტრს, დავათვალიერებთ ისტორიულ უბნებს და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.

ქუთაისის საფეხმავლო ტურის დასრულების შემდეგ, გადავაადგილდებით უქიმერიონის გორაზე და დავათვალიერებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც 1003 წელს ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ. ტაძარი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ქუთაისიდან დავიძვრებით მოწამეთას მონასტრის მიმართულებით. მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში.

სადილი

გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

3 დღე - მცხეთის ისტორიული ძეგლები

საუზმე.

გამგზავრება აღმოსავლეთ საქართველოში.

მცხეთა ქალაქი მუზეუმია მისი ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთის მთავარ ღირსშესანიშნაობას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი წარმოადგენს. სვეტიცხოვლის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ის ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ჯვრის მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ის VI საუკუნით თარიღდება.

სადილი.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

4 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სასტუმროს კომპლექსში არსებული ღვინის მუზემუმის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

5 დღე - სვანეთი-საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარე.

05:00 გამგზავრება სვანეთში. სტუმრებს მიეწოდებათ ლანჩბოქსები.

 სვანეთი - საქართველს ეს ულამაზესი მთიანი რეგიონი კავაკასიაში და არა მარტო კავკასიაში ერთ - ერთი ყველაზე მაღალ მთიანი დასახლებული ადგილია.

გზად მოვინახულებეთ ენგურჰესის კაშხალს, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში წევრია.

მესტიის მონახულება. მესტია სვანეთის პატარა ქალაქია, რომელიც  საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. სტუმრები დაათვალიერებენ უნიკალურ სვანურ კოშკებს, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება. მესტიიდან იშლება კავკასიონი მწვერვალებისა და ულამაზესი სოფლების ხედები.

სადილი - უგემრიელესი სვანური სამზარეულო.

გამგზავრება უშგულში. უშგულის თემის სოფელი ჩაჟაშის მონახულება, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

ვახშამი და ღამისთევა უშგულში ან მესტიაში.

6 დღე - სვანეთი-სასტუმრო პრომეთეს ეპიკ და სპა

საუზმე.

გამომგზავრება მესტიაში. სვანეთის მუზეუმის დათვალიერება.

სადილი.

დაბრუნება პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპაში.

ვახშამი სასტუმროს რესორანში.

7 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

8 დღე

საუზმე.

ტრანსფერი აეროპორტში.



wishlistსურვილების სიაში დამატება