დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

უიქენდ ტური - მღვიმეები, კანიონები, ქუთაისი


ჩვენი სტუმრები შაბათს და კვირას დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა. ორი დღის განმავლობაში ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქს -ქუთაისს და მის შემოგარენს და იმოგზაურებენ იმერეთის მღვიმეებსა და კანიონებში.

1 დღე

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი.

2 დღე - მღვიმეების და კანიონების ტური.

საუზმე.

პრომეთეს მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მღვიმეა. ის გამოირჩევა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტებით სიმრავლით, გაქვავებული მდინარეებით და სხვა მიწისქვეშა ბუნებრივი ფორმების სილამაზით. მღვიმეში არის საფეხმავლო და სანაოსნო მონაკვეთები.

ოკაცეს კანიონის და კინჩხას ჩანჩქერის მონახულება. ოკაცეს კანიონი შედგება დადიანების ტყე-პარკისა და კანიონზე არსებული კიდული საფეხმავლო ხიდისგან. საფეხმავლო ხიდიდან იშლება კანიონის პანორამული ხედები. ოკაცედან 6 კმ-ში მოვინახულებთ კინჩხას კასკადურ ჩანჩქერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.

სადილი.

მარტვილის კანიონის მონახულება. ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ კანიონს და ნავით გაცურავენ მის ულამაზეს ხეობაში.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

3 დღე - ისტორიულ-კულტურული ტური ქუთაისსა და მის შემოგარენში.

საუზმე

ქუთაისის სითი ტური - ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სითი ტურის დროს გიდთან ერთად ფეხით შემოვივლით ქალაქის ცენტრს, დავათვალიერებთ ისტორიულ უბნებს და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.

ქუთაისის საფეხმავლო ტურის დასრულების შემდეგ, გადავაადგილდებით უქიმერიონის გორაზე და დავათვალიერებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც 1003 წელს ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ. ტაძარი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ქუთაისიდან დავიძვრებით მოწამეთას მონასტრის მიმართულებით. მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში.

სადილი.

გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

დაბრუნება სასტუმროში.

გამგზავრება.



wishlistსურვილების სიაში დამატება