დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

1 დღიანი კულტურულ-სათავგადასავლო ტური


ტურის განმავლობაში ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს - გელათის მონასტერს, იმოგზაურებენ ზღაპრული სილამაზის რაჭის რეგიონში და დალაშქრავენ ცხრაჯვარის მთას.

გამგზავრება რაჭის რეგიონის მიმართულებით.

მოწამეთას მონასტრის მონახულება მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში. „მოწამეების ადგილი“, „მოწამეების კუთვნილი“ - ამ მნიშვნელობას ატარებს მონასტრის სახელწოდება,  VIII საუკუნეში, საქართველოში, ხალიფა მურვან ყრუს შემოსევის დროს, არაბებმა არგვეთის ერისთავები დავითი და კონსტანტინე აწამეს და მათი ცხედრები მდინარე წყალწითელაში ჩაყარეს. მდინარემ გამორიყა მოწამეების ნეშტი ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს მათი სახელობის მონასტერი მდებარეობს.

გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. კომპლექსის მთავარი ღირშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ტაძრის გუმბათის მხატვრობა 12-ე საუკუნისაა. აღსანიშნავია საკურთხეველში ღვთისმშობლის და მთავარანგელოზების მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც 1125-1130 წლებით თარიღდება. მონასტრის კედლების ფრესკული მოხატულობა განახლებულია მე-16, მე-18 სს_ში, თუმცა დასავლეთ სტოაში მე-12 საუკუნის ფრესკაც არის დაცული. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

საფეხმავლო ტური. ცხრაჯვარის მთის მონახულება. ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის ულამაზესი 3 კილომეტრიანი საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკი. ცხრაჯვარზე ასვლისას მოვექცევით ღრუბლებს ზემოთ და კარგი ამინდის შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება დავტკბეთ იმერეთის ხეობის ულამაზესი ხედებით.

შაორის ტბის მონახულება. შაორის ტბა გარშემრტმულია ტყეებით და მთებით, რაც მას მიმზიდველ სანახაობად ქმნის წელიწადის ნებისმიერ დროს. პიკნიკი ბუნებაში.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი.



wishlistსურვილების სიაში დამატება