დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

უიქენდ ტური - მღვიმეები, კანიონები, ვანის მუზეუმი


ჩვენი სტუმრები შაბათს და კვირას დაისვენებენ ჩვენს სასტუმროს კომპლექსში - წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა. ორი დღის განმავლობაში ისინი დაათვალიერებენ იმერეთის მღვიმეებსა და კანიონებს და ესტუმრებიან მსოფლიო მნიშვნელობის ვანის ანტიკური ხანის მუზეუმს.

1 დღე

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი,

2 დღე - მღვიმეების და კანიონების ტური.

საუზმე.

პრომეთეს მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მღვიმეა. ის გამოირჩევა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტებით სიმრავლით, გაქვავებული მდინარეებით და სხვა მიწისქვეშა ბუნებრივი ფორმების სილამაზით. მღვიმეში არის საფეხმავლო და სანაოსნო მონაკვეთები.

ოკაცეს კანიონის და კინჩხას ჩანჩქერის მონახულება. ოკაცეს კანიონი შედგება დადიანების ტყე-პარკისა და კანიონზე არსებული კიდული საფეხმავლო ხიდისგან. საფეხმავლო ხიდიდან იშლება კანიონის პანორამული ხედები. ოკაცედან 6 კმ-ში მოვინახულებთ კინჩხას კასკადურ ჩანჩქერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.

სადილი.

მარტვილის კანიონის მონახულება. ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ კანიონს და ნავით გაცურავენ მის ულამაზეს ხეობაში.

დაბრუნება სასტუმროში

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

3 დღე - ვანის ანტიკური ხანის მუზეუმი და დიხაშხოს გეიზერი.

საუზმე.

გამგზავრება ვანის მიმართულებით. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ანტიკური ნაქალაქარი, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთის მითიური ქვეყანა, სადაც იაზონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმოგზაურეს, სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. საქართველოს არქეოლოგიური საგანძურის დიდ ნაწილს სწორედ ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ოქროს ფონდი წარმოადგენს. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები.

დიხაშხოს გეიზერი. გეიზერის ცხელი წყალი მიწიდან ამოედინება და მისი დაგროვება ხდება  ხელოვნურად მოწყობილ 2 აუზში. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო დიხაშხოს გეიზერი ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში.

სადილი - პიკნიკი ბუნებაში.

დაბრუნება სასტუმროში.

გამგზარება.



wishlistსურვილების სიაში დამატება