თანამედროვე სამუშაო გარემოში თანამშრომლების კეთილდღეობა და მოტივაცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია ორგანიზაციის სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული განვითარებისათვის. სწორედ ამიტომ, დასვენებისა და განტვირთვის დაგეგმვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ გასართობ აქტივობას — ის გადაიქცა ინვესტიციად გუნდის პროდუქტიულობასა და თანამშრომლების შრომისუნარიანობაში.
ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული ჯგუფებისთვის სპეციალურად შემუშავებულ პაკეტს, რომელიც მოიცავს კომფორტულ განთავსებასა და სრულფასოვან ვახშამს მშვიდ, ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში — პრომეთეს მღვიმესთან ახლოს. ადგილი, სადაც სიწყნარე, სუფთა ჰაერი და მისაღები ინფრასტრუქტურა იდეალურ პირობებს ქმნის როგორც დასვენებისთვის, ასევე გუნდურ აქტივობათა ჩატარებისთვის.
განთავსება + ვახშამი — 150₾ თითო მონაწილეზე
პაკეტი ხელმისაწვდომია მინიმუმ 10-წევრიან ჯგუფზე
🍽️ მენიუს შემადგენლობა
ქართული ყველის სეტი
ქართული სალათი კიტრითა და პომიდვრით
ქათმის სალათი პომიდვრის გელით
იმერული მჟავის ასორტი
მხალის ნაირსახეობა მჭადის ჩიფსებით
საქონლის ხორცის ხაშლამა
ხბოს ჩაშუშული
ღორის მწვადი გრილზე
შემწვარი გოჭი აჯიკით
იმერული კუპატი კენკრის სოუსით
ცივად მოხარშული სოფლის დედალი
ნიგვზის ბაჟე
დორადო გრილზე
იმერული ხაჭაპური
ქამა სოკო სულგუნით
პურის კალათა
ლიმონათი
მინერეალური გაზირებული წყალი
წყალი